20.9.11

დო, რე, მე, ფა, სოლ, ლა, სი, დო.

დო-სი-ლა-სოლ-ფა-მი-რე-დო. :)))) მარტივი შვიდი ნოტი რომლიდანაც იქმნება ყველაფერი-დაწყებული იავნანიდან, რომელსაც დედა უმღერის შვილს, დამთავრებული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების საუნტრეკებით.

მე ყველანაირ მუსიკას ვუსმენ. ამჟამად gramatik-ი მაქვს აჟღერებული და რაღაცნაირად მამშვიდებს. (გიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კომპოზიციას: http://www.youtube.com/watch?v=FZK9Zi26Izc ) gramatik-ი აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ :)

საინტერესოა ძირითადად რა სტილისა და მიმდინარეობას ეტანებიან ქართველი ახალგაზრდები :) ალბათ ეს მაინც როკია, თუმც არსებობს მეორე კატეგორიაც, (რომლებსაც მე გრუზინებს ვეძახი და ამით ყველაფერი ნათქვამია:) ) რომლებიც თვლიან რომ როკი სატანისტურია, მაგრამ the beatles მაინც მაგარია :) (ამონარიდი ციკლიდან "მხოლოდ საქართველოში")

როკერობა- მოდაშია. ერთი პერიოდი რაღაც კიდევ ერთი საინტერესო და ჩემთვის პირადად ოდნავ საშიში მიმდინარეობაც შემოიჭრა ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში-ეს იყო ემო. :) რომელთა ყოველდღიურ გარდერობში ძირითადად ვარდისფერი და შავი ფერები სჭრბობდა :)

მუსიკას თავისი დანიშნულება აქვს, ასე მჯერა მე. მაგალითად არ შეიძლება უსმენდე "ხმალი ავლესოთ ქართველებოს" და ზეპელინების " baby i'm gonna leave u"-ს ერთდროულად და ერთი და იგივე სიხშირით. მუსიკა ქმნის განწყობას, მაგრამ უფრო ხშირად, განწყობით იქმნება მუსიკა.

თუმცაღა......

ალბათ ბევრი თქვენთაგანი დაკვირვებია, წარმოიდგინეთ რომელიმე საშინელებათა ფილმის ყველაზე მძაფრი მომენტი და ზედ მულტფილმ "happy three friends"-ის საუნტრეკი :)  (უფრო მეტი თვალსაჩინოობისთვის ვდემონსთრირებ სიმღერას: http://www.youtube.com/watch?v=EXjuR0AvLrw ) ხომ საერთოდ არ იქნებოდა საშიში? იდიოტური კომედიები ხომ სწორედ ამ პრინციპით იგება? :))))

მე პირადად ვუსმენ ბევრს და ბევრჯერ. ძირითადად მაინც earth wind and fire; m.j.j jackson; barry white; beyonce, brian culbertson; chris bott; and chillout music.

მჯერა ბევრი გამომრჩა, მაგრამ იმისიც მჯერა რომ არ მიწყენენ :)

მოკლედ....

სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრებს საყვარელი კომპოზიტორის, ავტორისა თუ შემსრულებლის შესახებ და საერთოდ, ვიმჯელოთ მუსიკაზე და მუსიკალურ გემოვნებაზე, მასზე ხომ დავობენ? :)))))





2 comments:

  1. საერთოდ, ერთმნიშვნელოვნად, გემოვნებაზე არ დაობენ (არაეთიკურია, აზრსმოკლებული, გაუმართლებელი და იმიტომ). რაც შეეხება მუსიკას: აშკარად ძალიან კარგი გემოვნება გაქვს. ზოგადად კი, არ არსებობს ცუდი და კარგი მუსიკა. მუსიკა ჟანრობრივად ადამიანების სულებს აერთიანებს. ემოცია ბადებს და ემოციის მშობელია თვითონ, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი სხვა ფიზიკური გამოხატულება. შეიძლება უსმინო ყველაფერს და განწყობის მიხედვით. გაუგებრად ის მიმაჩნია, როცა კონკრეტული ადამიანი მუსიკის კონკრეტულ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას. აქ გემოვნებაზე კი არა საუბარი მისი მსოფმხედველობის ვიწრო დიაპაზონზე და სწორხაზოვნობაზეა. თუმცა ვინ იცის... იქნებ ფართო დიაპაზონის მქონე ადამიანები ვართ ანომალია?.... არ ვიცი... არ ვიცი.... :)

    ReplyDelete
  2. დამაფიქრებელია მართლაცდა.....

    ReplyDelete