18.9.11

როდის ვწეროთ პოსტები?

დილის 5 საათსა და 46 წუთზე რომ პოსტის დაწერას დაიწყებ, ის მთლად დალაგებული ვერ უნდა გამოვიდეს, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვიცალე ამისთვის.

რას ვაკეთებდი მთელი დღე? - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სტუმრად ჩამოსული უცხოური დასის თითქმის ყველა რასის წარმომადგენელს, რომლებიც ისრაელის სახელით გვეწვივნენ აქეთ-იქით უიმედოდ დავასეირნებდი და ჩემი დამტვრეული (თუმც როგორც შემდგომ აღინიშნა-უბადლო და ბრწყინვალე) ინგლისურით არარსებულ ლეგენდებს ვუყვებოდი, იმის შესახებ თუ როგორ ამოწმებდნენ ძველ დროში მამაკაცები საცოლის ქალიშვილობა-არ ქალიშვილობას გოგირდის აბანოებში სტუმრობით.

"ოუ, რილი?" "რილი რილი???"

ძირითადი კომენტარი ეს იყო.-აბა რას იტყოდნენ, პროგრესულად მოაზროვნე ხალხია, რით გააკვირვებ? :) მე დიდად არ მადარდებდა ისინი რას იფიქრებდნენ, მთავარი იყო სიამოვნება მიეღოთ და თავიანთი ძვირადღირებული კამერებით ყოვლად იაფფასიანი ფოტოები გადაეღოთ.

საბოლოო ჯამში კარგები იყვნენ, ფაქტიურად ლანძღვა გამომივიდა მაგრამ დამღალეს. საშინლად. ჩამოუყალიბებელ ბედუინთა ბრბოს უფრო გავდნენ ვიდრე განვითარებულ ადამიანებს. :)

საღამოს საკმაოდ არასტანდარტულ სპექტაკლსაც დავესწარი, რომელიც მამაკაცის და ქალის ვირტუალურ სექსზე მოგვითხრობდა და ძირითადად ფალოსის თაყვანისცემაზე იყო აგებული. მისი დასრულების შემდეგ, რომელიც ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ვერავინ დამსწრე საზოგადოებიდან ვერ გაიგო თუ რა მოხდა, მეც მათსავით დაბნეული გამოვედი დარბაზიდან და ქოთქოთით გავეშურე ლუკას მეგობართან სადაც ღვაწლმოსილი საზოგადოება უკვე ნახევარი საათის განმავლობაში ამაგრებდა მაროს გრილ და საინტერესოდ მოწყობილ აივანს ყავის ჭიქებითა და სიგარეტით ხელში.

მარო საინტერესო გოგოა. დღეს გავიცანი და მომეწონა. რაც მთავარია განათლბულია და ეს გამარჯობის მერევე იგრძნობა. ამან მომხიბლა :)

უკვე მოგვიანებით ფესტივალის კლუბში აღმოვჩნდი, სადაც ვიცეკვე ყველასა და ყველაფერთან, ვიმღერე გულში თუ სახალხოდ, დავლიე თეთრი და წითელი ღვინოები ბოლოს საიდანღაც ჭრელო პეპელა შემომესმა და იქითკენ წასულს ხელში ჩემი მეგობრები შემრჩნენ, რომლებიც რატომღაც დიდი მონდომებით სწორედ ამ ქართულ ნაციონალურ სიმღერას შლიდნენ ხმებში ლატვიელი სტუმრებისთვის, სიმღერაშიც და მათ შორისაც დიდი ბოდიშებით ჩავეკვეხე და პირველი ხმა დავუმღერე.

როგორც იქნა ყველა წავიდა, გაბედნიერებული ლატვიელები სპეციალურად დაქირავებულ, გაპრანჭულ სამარშრუტო ტაქსსში ავტენეთ, ხელი დავუქნიეთ და ფეხით გამოვუყევით მოკირწყლულ ლესელიძეს.

ახლა კი სახლში მოსული ჩავგორდი საწოლში და გამოვაცხვე ეს პოსტი :) home, sweet home :)

7 comments:

  1. არ ვიცი ამაზე ლამაზად მოყოლილი რა უნდა წამეკითხა ამ დილა უთენია ფინჯან ყავასთან და სიგარეტთან ერთად. არ გეპირფერები, მაგრამ მთელი ქართული საბლოგეთიდან (ბლოგოსფეროდან) ორიოდე ძველ და საინტერესო ბლოგერს თუ შეგადარებ. ხალხი წლობით ბლოგერობს და საინტერესოს, რომ დავანებოთ თავი აზრიანსაც კი იშვიათად დებენ ხოლმე საკუთარ ბლოგებზე. სასიამოვნოდ გამაოცე კიდევ ერთხელ და მიხარია , რომ მომავალში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერი ჩემი მეგობარი და აღმოჩენაა. :P

    ReplyDelete
  2. შაურმა? :))

    ReplyDelete
  3. ვოტ ეს უკვე სულ სხვა საქმეა. დალაგებული აბზაცები, კარგად ჩამოყალიბებული აზრი, სასიამოვნო დიზაინი : ) მაგარი ხარ რა : ) ბრავო ნინ : )

    ReplyDelete
  4. თქვენ ორნი რომ მაქებთ ყველაზე მეტად მიხარია :) ა და კიდე ლუკა, რომელიც არ მაქებს მაგრამ შემაქებს, სად წავა :)))

    ReplyDelete
  5. : ))) უი კ სტატი ამ პოსტს ისევ არ აქვს ლეიბლები : )

    ReplyDelete
  6. AMAS RA LEIBLI shevusabamo? :) ver movipiqre

    ReplyDelete